ფეხბურთი

15:42 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძემ “საბურთალოში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარმა “საბურთალომ” თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე დაიმატა. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 24 წლის ფორვარდმა კლუბში სამედიცინო შემოწმება დღეს დილით გაიარა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. თავდამსხმელმა ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც.

საბანაძე კვიპროსული “ეთნიკოსისგან” გათავისუფლების ფურცელს ელის, რის შემდგომაც გუნდში თამაში შეეძლება. მისი დებიუტი შესაძლოა “სამტრედიასთან” მატჩშიც შედგეს.

ნიკოლოზ საბანაძემ გასული სეზონი ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოში” გაატარა.

0.123271