ფეხბურთი

9:42 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონელთა გოლები ამერიკაში

ევროპული ნაკრებებისგან განსხვავებით, სამხრეთამერიკულმა გრანდებმა ბრაზილიამ და არგენტინამ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ტესტ-მატჩები ჩაატარეს. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფოქსბოროში ბრაზილიამ მასპინძელთა ეროვნულ გუნდს იოლად, 4:1 სძლია.

ბრაზილიელთაგან ანგარიში მეცხრე წუთზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდმა ჰალკმა გახსნა. შესვენების შემდეგ პენალტის სათანადო რეალიზაცია “ბარსელონას”ვარსკვლავმა ნეიმარმა მოახდინა, მალე კატალონელთა კიდევ ერთმა წევრმა რაფინიამ გამოიჩინა თავი, ხოლო ნეიმარმა დუბლი გაიფორმა. ამერიკელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს და პენტაკამპეონებმა 4:1 იმარჯვეს.

კარლოს დუნგას მეთაურობით წლეულს ბრაზილიელებმა მეექვსე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და მეექვსედვე იმარჯვეს.

არლინგტონში ერთმანეთის პირისპირ არგენტინა და მექსიკა წარსდგნენ. სათამაშო დროის უდიდესი ნაწილის განმავლობაში წინ მექსიკელები იყვნენ, თუმცა ასპარეზობის მიწურულს ბიკამპეონებმა მიჯრით 2 გოლი გაიტანეს და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. არგენტინელთაგან ბურთები სერხიო აგუერომ 85-ე წუთზე და ლეო მესიმ საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე შეაგდეს. მექსიკელებს რაც შეეხება, მათგან თავი ხავიერ ერნანდესმა (ჩიჩარიტომ) პირველ ტაიმში და შესვენების შემდეგ პენალტით ეკტორ ერერამ გამოიჩინეს.

0.124685