კალათბურთი

21:48 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კალათბურთელები ბერძნებთან დამარცხდნენ

კალათბურთში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 68:79 დამარცხდა. მეტოქე გუნდის კალათბურთელებმა პირველ ტაიმში საგრძნობი უპირატესობას მოიპოვეს, რისი აღმოფხვრაც იგორ კოკოშკოვის გუნდმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა 11-ქულიანი სხვაობით დათმო.

ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფი. ზაგრები. 8 სექტემბერი
საქართველო 68:79 საბერძნეთი
15:25, 7:25, 26:11, 20:18
სრული სტატისტიკა: 68:79

საქართველო ხვალ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, 10 ივნისს კი ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩს ხორვატების წინააღმდეგ გამართავს.

0.119206