ფეხბურთი

21:42 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეიდუ დუმბია: “იტალიაში არ ვიყავი ბედნიერი”

მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელმა სეიდუ დუმბიამ Africa Top Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სერია ა-ში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

“რომში ჩასვლის პირველივე დღეებიდან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. იქ ყოფნით არ ვიყავი ბედნიერი და მსურდა მოსკოვში დაბრუნება. იმის მიუხედავად, რომ ცსკა-ში განათხოვრების წესით ვითამაშებ, რომში დაბრუნების სურვილი არ მაქვს.

მქონდა კონტაქტი რამდენიმე ინგლისურ კლუბთან, თუმცა საუკეთესო ვარიანტად ცსკა მივიჩნიე” – განაცხადა აფრიკელმა.

კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა პროფესიონალური კარიერა იაპონიის ჩემპიონატში დაიწყო, შემდეგ შვეიცარიულ “იანგ ბოიზში” თამაშობდა, 2010 წლიდან კი ცსკა-ს შემადგენლობაში რამდენიმე წარმატებული სეზონი გაატარა. გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რომამ” შეიძინა, თუმცა იტალიურ კლუბში ვერ დამკვიდრდა და იჯარის წესით რუსულ კლუბში დაბრუნდა.

0.123049