ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი) ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ფიფას პრეზიდენტობას აპირებს.
როგორც საჭადრაკო საიტი “ჩესნიუსი” იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ემირატების ქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ფიდეს რიგით 86-ე კონგრესზე ფიდეს ვიცე პრეზიდენტმა ანდრეი ფილატოვმა გააკეთა, რომელიც პარალელურად რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას ხელმძღვანელობს.