ჭადრაკი

15:59 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ჯავახიშვილმა პირველობა არავის დაუთმო

დასრულდა 2015 წლის გრან-პრის მესამე ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

9 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მე-2 ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა სოფიკო ხუხაშვილმა დაიკავა.

6-6 ქულა დააგროვეს და 3-5 ადგილები სოფო გვეტაძემ, ნინიო მაისურაძემ და ინგა ჭარხალაშვილმა გაიყვეს. მათ შორის საუკეთეთესო კოეფიციენტი გვეტაძეს აღმოაჩნდა, რომელსაც მე-3 საპრიზო ადგილი ერგო.

0.113255