თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე გრან-პრის მე-3 ეტაპზე მოასპარეზე სპორტსმენებმა ამჯერად პრიზები ბლიცში, ანუ ელვისებურ ჭადრაკში გაითამაშეს.
სწრაფ ჭადრაკში მე-2 ადგილზე გასულმა სოფიკო ხუხაშვილმა 9 შესაძლებლობიდან ამჯერად ყველაზე მეტი 7,5 ქულა დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო.
6,5-6,5 ქულით მეორე-მესამე ადგილები შესაბამისი თანმიმდევრობით სოფო გვეტაძემ და ინგა ჭარხალაშვილმა გაინაწილეს.