ფეხბურთი

11:47 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან მარცხის (0:1) მიუხედავად, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელებით ამაყობს.

“ჩვენ ორი რთული მატჩი ჩავატარეთ და დუბლინში ჩასვლამდე ხანგრძლივი გზა გავიარეთ. თუმცა ვაჩვენეთ, რომ ისეთ დონეზე ვართ ირლანდიისა და შოტლანდიის დონის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. იმედია, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

ამ თამაშებიდან მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. ირლანდიას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი ჩავატარეთ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ორი მნიშვნელოვანი და ინტენსიური მატჩი ჩაატარეს, ხოლო თავისი ვალდებულება მაღალი ოსტატობით შეასრულეს” – იუწყება ცხადაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი sport.bt.com-ი.

0.114402