ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო მსოფლიო ქალთა 2015-16 წლების გრან-პრის სერიაში საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენი მატჩი. აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი ხვდებიან.
პირველ ტურში თეთრებით ბაციაშვილი თამაშობდა, რომელმაც შეძლო მეტოქის დამარცხება და სერიაში 1-0 დაწინაურდა.
ხოტენაშვილი-ბაციაშვილის დაპირისპირხება ოთხი ტურისაგან შედგება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, გამარჯვებულის ვინაობა 11 აგვისტოს, ტაი-ბრეიკის პარტიების შემდეგ გახდება ცნობილი.