ევრობასკეტ-2015-ზე მესამე დღის პირველ ნაწილში ორი მატჩი გაიმართა. A ჯგუფში რუსეთის ნაკრები ფინეთთან 79:81 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა, ფინელთა ლიდერმა კოპონენმა 2-ქულიანი ჩააგდო და ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოუტანა. რუსებმა ევრობასკეტზე სამი თამაში ჩაატარეს და სამივე შეხვედრა წააგეს. რუსეთი დიდი ალბათობით ჯგუფში ჩარჩება, პაშუტინის შეგირდებს, ჯგუფიდან გასასვლელად თეორიული შანსიაღა დარჩა.
D ჯგუფში მოულოდნელად ლიტვის ნაკრებმა ბელგიასთან 74:76 წააგო. ლიტველები როგორც ამ მატჩის ისე მთლიანად ტურნრის ფავორიტებად ითვლებიან. შეხვედრის პირველი პერიოდი ლიტველების უპირატესობით და 3-წამიან ზონაში იონას ვალანჩუნასის დომინირებით წარიმართა. მეორე პერიოდის დასაწყისში ბალტიისპირელები 12 ქულას იგებდნენ, თუმცა ბელგიელებმა მოახერხეს სიტუაციის შემობრუნება და დიდ შესვენებაზე 35:35-ზე გავიდნენ. დრამატული აღმოჩნდა მატჩის ბოლო წამები. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ლიტველთა გამთამაშებელმა კალნიეტისმა 3-ქულიანი გაუშვა, ბურთი კალათში არ ჩაეშვა და ბელგიელთა გამთამაშებლის ვან როსომის ხელში აღმოჩნდა, რომელიც სწრაფად დაიძრა მეტოქის ფარისკენ და 2-ქულიანი ესროლა, ბურთი კალათშიარ ჩაეშვა, თუმცა ბელგიელთა ლიდერმა მეთიუ ლოჟესკიმ საფინალო სირენასთან ერთად, ერთი შეხებით ბურთი კალათში ჩააბრუნა. ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ ბელგია D ჯგუფს 2 მოგებით და 1 მარცხით ლიდერობს.
ლიტვა – ბელგია 74:76 (20:12, 15:23, 19:22, 20:19)
ლიტვა: ვალანჩუნასი (25 ქ. 12 მ.), იანკუნასი (13 ქ.), საბონისი (10 ქ.), კალნიეტისი (7 ქ. 13 პ.), კუზმინსკასი (7 ქ.), მაჩულისი (4 ქ.), სეიბუტისი (4 ქ.), მილაკნისი
ბელგია: ლოჟესკი (20 ქ.), ტაბუ (16 ქ.), ვან როსომი (13 ქ.), ჰერველი (11 ქ.), მვევა (10 ქ.), ტუმბა (2 ქ.), ჟილე (2 ქ.), ბოსკო (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=hRApFWD1LIk
ფინეთი – რუსეთი 81:79 (16:20, 20:18, 27:26, 18:15)
ფინეთი: მერფი (19 ქ. 7 მ.), სალინი (16 ქ.), კოპონენი (12 ქ. 6 პ. 3 მ.), ჰაფი (10 ქ), კოტი (7 ქ. 7 მ.), კაუნისტო (5 ქ.), ჯერარდ ლი (4 ქ.), ნუუტინენი (4 ქ.), აჰონენი (2 ქ.), უილსონი (2 ქ.)
რუსეთი:ფრიძონი (22 ქ.), ვორონცევიჩი (13 ქ. 11 მ. 5 პ.), ზუბკოვი (11 ქ.), ხვასტოვი (11 ქ. 5 პ.), მონია (7 ქ.), ანტონოვი (6 ქ.), ვრიალცევი (5 ქ.), ყურბანოვი (2 ქ.), პანკრაშოვი (1 ქ.), პატეევი (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=cY39fISfZlQ