ფეხბურთი

19:09 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალს მეორე ბუნდესლიგაში თამაში ეჩქარება

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “დუისბურგის” ახალწვეულმა ლაშა დვალმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა, რომ ორდღიანი ინტერვალით ორი მატჩის ჩატარება, მისთვის სტრესი არ ყოფილა.

“სტრესი? ამას სერიოზულად მეკითხებით? თქვენ ბავშვი გგონივართ?” სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, რომ “დუისბურგს” რაც შეიძლება მალე დავეხმარო. მე “ფიურტთან” მატჩს დავესწარი და სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი დავტკბი. მართლაც “საგიჟეთი” იყო გულშემატკივრები ისე ხმაურობდნენ” – თქვა 20 წლის დვალმა, რომელმაც 3 სექტემბერს 21-წლამდელთა შემადგენლობაში ევრო-2017-ის შესარჩე ციკლში სტუმრად ხორვატიასთან (0:1) ითამაშა, ხოლო 5 სექტემბერს “დუისბურგის” რიგებში ამხანაგური მატჩი ბელგიურ “სტანდარდთან” (1:3) ჩაატარა.

“დუისბურგის” მთავარი მწვრთნელი ჯინო ლეტიერი ფიქრობს, რომ დვალს მოედნის კარგი ხედვა აქვს.

თეგებილაშა დვალი
0.115925