იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლუიჯი დატომე ევრობასკეტ-2015-ის ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ სამ შეხვედრას ვეღარ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას sportando.com ავრცელებს. წყაროს ცნობით, იტალია - ისლანდიის (71:64) მატჩში დატომემ კუნთი დაიზიანა.
დატომე კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა შეძლებს თუ არა კაპიტანი იტალიის ნაკრების დახმარებას თუ გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლია.
იტალია ჯგუფში ერთი მოგებით და ამდენივე წაგებით მესამე ადგილზე იმყოფება.