ჩოგბურთი

14:06 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

US OPEN დასკვნით ეტაპზე გადავიდა (+VIDEO)

ამერიკის ღია ჩემპიონატზე კაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში მერვედფინალური ეტაპის ოთხ-ოთხი მატჩი გაიმართა და ერთადერთი არალოგიკური შედეგი დაფიქსირდა. კრისტინა მლადენოვიჩმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-40 ჩოგანი გახლავთ, მე-13 ნომერი ეკატერინა მაკაროვა სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა.

ეუჟენი ბუშარს ტვინის შერყევა აქვს და შესაბამისად, რობერტა ვინჩი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა. დებმა უილიამსებმა კი იოლად იმარჯვეს. ვენუსმა ესტონელი კონტავეიტი, ხოლო სერენამ მედისონ კიზი დაამარცხა.

კაცთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის დამმარცხებელმა ფელისიანო ლოპესმა ფაბიო ფონინი იოლად სამ სეტში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ოთხი მატჩიდან სამში ესპანელმა სეტი არ დათმო. ასევე არ გასჭირვებია ჯო-ვილფრიდ ცონგას ჯერემი პაირეს დამარცხება. ფრანგულ დუელში ცონგამ მეტოქე უკვე მესამედ დაამარცხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რობერტო ბაუტისტა-აგუტი ოთხ სეტში დაამარცხა. მატჩი 3 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. მეორე სეტი სერბმა დათმო. მესამე სეტში ერთი ბრეიკის წყალობით პირველმა ჩოგანმა 6:4 მოიგო. სამაგიეროდ, მაყურებელმა კარგი მეოთხე სეტი ნახა. 9 გეიმში 6 ბრეიკი დაფიქსირდა. თავიდან ნოვაკი დაწინაურდა, შემდეგ ესპანელმა გაათანაბრა ანგარიში (2:2), თუმცა უკუბრეიკი ზედიზედ ორჯერ მიიღო, ბოლოს კი ჩოგბურთელებმა თავიანთი მოწოდებები კიდევ ერთხელ დათმეს.

ჩილიჩი – ჩარდი 3:1 (6:3, 2:6, 7:6, 6:1)

პაირე – ცონგა 0:3 (4:6, 3:6, 4:6)

ლოპესი – ფონინი 3:0 (6:3, 7:6, 6:1)

ჯოკოვიჩი – ბაუტისტა-აგუტი 3:1 (6:3, 4:6, 6:4, 6:3)

მლადენოვიჩი – მაკაროვა 2:1 (7:6, 4:6, 6:1)

ვენუს უილიამსი – კონტავეიტი 2:0 (6:2, 6:1)

სერენა უილიამსი – კიზი 2:0 (6:3, 6:3)

0.173756