კალათბურთში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. გვიან ღამით ოთხივე ჯგუფის თითო მატჩი შედგა. ფავორიტებმა მოიგეს, მხოლოდ საბერძნეთს გაუჭირდა მასპინძელი ხორვატიის დამარცხება.
A ჯგუფი
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ბოსნიის დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა და ასეც მოხდა. მონპელიეს არენაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ლამაზი მატჩი იხილეს. კოლეს შეგირდებმა გუნდური თამაშით შეძლეს ბოსნიის განადგურება. საფრანგეთიდან ათქულიანი ზღვარი ოთხმა მოთამაშემ გადალახა. მატჩის გმირად კი ნიკოლას ბატუმი შერაცხეს.
მონპელიე, საფრანგეთი. 10 212
ბოსნია – საფრანგეთი 54:81 (15:17, 11:20, 10:30, 18:14) VIDEO
1. | საფრანგეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 0 | 178:141 | 4 | |
2. | ისრაელი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 155:139 | 4 | |
3. | პოლონეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 150:143 | 4 | |
4. | რუსეთი | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 152:158 | 2 | |
5. | ფინეთი | 2 | 0 | 0 | 1 | 1 | 153:176 | 2 | |
6. | ბოსნია | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 118:149 | 2 |
B ჯგუფი
პირველი მატჩი ესპანეთმა მოულოდნელად სერბეთთან დათმო და მეორე შეხვედრაში გულშემატკივრები მისგან მხოლოდ მოგებას ითხოვდნენ. მართალია თურქეთმა სასტარტო შეხვედრაში იტალიას მოულოდნელად სძლია, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა, გუნდმა ოთხივე პერიოდი დათმო და საბოლოოდ 27 ქულით წააგო. მატჩის გმირი პაო გასოლი გახდა, რომელმაც 21 ქულასთან ერთად 7 მოხსნას მოყარა თავი. ესპანელთა რიგებიდან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 6 კალათბურთელი მიუახლოვდა, ორ მოთამაშეს კი იგივეს გამეორებამდე ერთი ქულა დააკლდა.
ბერლინი, გერმანია. 6 750
თურქეთი – ესპანეთი 77:104 (18:24, 20:30, 18:27, 21:23) VIDEO
1. | სერბეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 148:136 | 4 | |
2. | ესპანეთი | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 174:157 | 3 | |
3. | იტალია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 158:153 | 3 | |
4. | გერმანია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 137:133 | 3 | |
5. | თურქეთი | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 166:191 | 3 | |
6. | ისლანდია | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 129:142 | 2 |
C ჯგუფი
საქართველოს ჯგუფის ცენტრალური მატჩი გაიმართა ზაგრებში. მასპინძლები საბერძნეთს ბოლო პერიოდის 5 წუთამდე კი ამარცხებდნენ, თუმცა გულშემატკივრებმა ბოლო ხუთი წუთი ძალიან ინერვიულეს. საბერძნეთმა ერთ წუთში 7-ქულიანი გაქცევა მოაწყო და ერთი ქულით დაწინაურდა (66:65). წუთნახევარით ადრე კი პრინტეზისმა ორქულიანი მიითვალა და საკუთარი გუნდი ხუთი ქულით დააწინაურა (72:67). ამის შემდეგ ჯარიმების წყალობით ხორვატებმა სამი ქულის აღება შეძლეს, საბოლოოდ ჩინებული შანსი სიმონს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. კრუნოსლავმა ბოლო წამზე ორქულიანი სტყორცნა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
ზაგრები, ხორვატია. 12 000
საბერძნეთი – ხორვატია 72:70 (13:18, 15:15, 23:24, 21:13) VIDEO
1. | საბერძნეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 157:135 | 4 | |
2. | ხორვატია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 150:145 | 3 | |
3. | სლოვენია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 152:148 | 3 | |
4. | ჰოლანდია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 144:150 | 3 | |
5. | მაკედონია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 143:156 | 3 | |
6. | საქართველო | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 140:152 | 2 |
D ჯგუფი
ჩეხეთმა დაგეგმილი ორი ქულა მოიპოვა. იან ვესელის მეთაურობით გუნდმა თამაში ჩინებულად წარმართა და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ოცქულიანი უპირატესობა ჰქონდა. საბოლოოდ ჩეხეთმა 14 ქულით იმარჯვა, მატჩის გმირი კი იან ვესელი გახდა, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩეხმა 19 ქულა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
რიგა, ლატვია. 614
უკრაინა – ჩეხეთი 64:78 (14:20, 16:26, 15:19, 19:13) VIDEO
1. | ჩეხეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 158:121 | 4 | |
2. | ლიტვა | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 137:117 | 4 | |
3. | ბელგია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 151:133 | 3 | |
4. | ლატვია | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 127:135 | 3 | |
5. | უკრაინა | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 132:147 | 2 | |
6. | ესტონეთი | 2 | 0 | 0 | 0 | 2 | 112:164 | 2 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია