დაიწყო საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშება დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. გაიმართა I ტურის მატჩები, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
„მეშახტე - 2“ (ტყიბული) – „ხიხანი“ (ხულო) 0-2
„რაჭა“ (ამბროლაური) – „მერცხალი - 2“ (ოზურგეთი) 1-0
,,სულორი“ (ვანი) – „იმერეთი–2“ (ხონი) 5-1
„ბახმარო“ (ჩოხატაური) – „სამგურალი-2“ (წყალტუბო) 2-3
„საირმე“ (ბაღდათი) – „სამეგრელო–2“ (ჩხოროწყუ) 7-1
„ეგრისი“ (სენაკი) – „კოლხეთი - 2“ (ხობი) 3-0
„მარგვეთი-2006“ (ზესტაფონი) – „ზანა“ (აბაშა) 3-0
მეტად საინტერესო შეხვედრა ჩატარდა ტყიბულში, სადაც ადგილობრივმა ,,მეშახტე - 2“ -მა ხულოს ,,ხიხანს“ უმასპინძლა. მართალია აჭარლები პირველად მონაწილეობენ ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და მიზნადაც მაღალი ადგილის დაკავება განუზრახავთ.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ნახევარი საათი მათივე უპირატესობით წარიმართა. ახალგაზრდა ტყიბულელი ფეხბურთელები ტოლს არ უდებდნენ შედარებით უფრო გამოცდილ სტუმრებს, თუმცა ტაიმის ბოლოს ხულოელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ჯორბენაძე მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და გამოზომილი დარტყმით თავისიანები დააწინაურა - 0:1.
შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო გამოდგა. მატჩის ბედი პრაქტიკულად თამაშის ბოლოს გადაწყდა. ქოქოლაძემ თანაგუნდელების წამოწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 0:2.
უკანასკნელ წუთებში სიტუაცია ცოტა დაიძაბა. არბიტრმა მეორე გაფრთხილებების გამო ზედიზედ ორი ხულოელი ფეხბურთელი გააძევა, თუმცა აჭარლებმა თავი კარგად დაიცვეს და სადებიუტო მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
,,მეშახტე - 2“ (ტყიბული) - ,,ხიხანი“ (ხულო) 0:2 (0:1)
ტყიბული. ,, ვ. ბოჭორიშვილი “ 16.00 საათი. 500 მაყურებელი.
,,მეშახტე - 2“: ჯოხაძე, ჩუბინიძე, სახელაშვილი, კბილაძე, სოფრომაძე (კ), გზირიშვილი, კოხრეიძე (ბუხაიძე 70), ახალკაცი, გივი ბრეგაძე (გიორგი ბრეგაძე 45), გაბრიაძე (გურეშიძე 79), ბერეჩიკიძე (ოქრუაძე 70);
მთ.მწვრთნელი: მალხაზ ფორჩხიძე
,,ხიხანი: ბუნტური, მჟავანაძე, ნაჭყებია, ხიდეშელი, გ. ბოლქვაძე (ჩოგაძე 32), ჩხიკვიშვილი, ი. ბოლქვაძე (კ), მუჯირი (ხუბუა 60), აბულაძე (ესებუა 37), ქოქოლაძე (ტუღუში 83), ჯორბენაძე (მახარაძე 77);
მთ. მწვრთნელი: ელდარ კუპრაძე
გოლები: 0:1 ჯორბენაძე (39), 0:2 ქოქოლაძე ( 81);
გაფრთხილება: ახალკაცი (25), ი. ბოლქვაძე (72, 84), ჩხიკვიშვილი (78, 90);
გაძევება: ი. ბოლქვაძე (84), ჩხიკვიშვილი (90);
არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი
I ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:
გათამაშების ცხრილი
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
1 | ,,საირმე“ | 1 | 1 | 0 | 0 | 7-1 | 3 |
2 | ,,სულორი“ | 1 | 1 | 0 | 0 | 5-1 | 3 |
3 | ,,მარგვეთი - 2006“ | 1 | 1 | 0 | 0 | 3-0 | 3 |
4 | ,,ეგრისი“ | 1 | 1 | 0 | 0 | 3-0 | 3 |
5 | ,,ხიხანი“ | 1 | 1 | 0 | 0 | 2-0 | 3 |
6 | ,,სამგურალი- 2“ | 1 | 1 | 0 | 0 | 3-2 | 3 |
7 | ,,რაჭა“ | 1 | 1 | 0 | 0 | 1-0 | 3 |
8 | ,,ბახმარო“ | 1 | 0 | 0 | 1 | 2-3 | 0 |
9 | ,,მერცხალი – 2“ | 1 | 0 | 0 | 1 | 0-1 | 0 |
10 | ,,მეშახტე-2“ | 1 | 0 | 0 | 1 | 0-2 | 0 |
11 | ,,კოლხეთი - 2“ | 1 | 0 | 0 | 1 | 0-3 | 0 |
12 | ,,ზანა“ | 1 | 0 | 0 | 1 | 0-3 | 0 |
13 | ,,იმერეთი - 2“ | 1 | 0 | 0 | 1 | 1-5 | 0 |
14 | ,,სამეგრელო - 2“ | 1 | 0 | 0 | 1 | 1-7 | 0 |
მომდევნო ტურის შეხვედრები 8 - 9 სექტემბერს გაიმართება.
- „ზანა“ - „კოლხეთი - 2“
2. „სამეგრელო – 2“ - „ეგრისი“
3. „სამგურალი – 2“ - „საირმე“
4. „იმერეთი – 2“ - „ბახმარო“
5. „მერცხალი - 2“ - „სულორი“
6. „ხიხანი“ - „რაჭა“
7. „მარგვეთი - 2006“ – „მეშახტე - 2“
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური