ფეხბურთი

10:38 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ონილი და ოში: ყურადღება, ჯერ საქართველოა...

ევერტონის მარჯვენა მცველმა სიმუს კოულმენმა ირლანდიის ნაკრების წინა მატჩი გამოტოვა, რომელშიც მარტინ ონილის გუნდმა 4:0 სძლია გიბრალტარს. თუმცა ონილმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოულმენს ტრავმა ჰქონდა და ახლა თითქმის მწყობრშია.

26 წლის კოულმენი საკმაოდ აქტიური ფლანგელი მცველია, შეტევაში დიდ დროს ატარებს.

ონილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან რთულ მატჩს ელის:

„საქართველოს თუ ვერ მოვუგებთ, გიბრალტარის განადგურებას აზრი დააკარგება. ვიცი, რომ ეს იოლი არ იქნება. საქართველომ პარასკევს კარგი მატჩი ჩაატარა და შოტლანდიას მოუგო, ამიტომაც ამაღლებული განწყობით გამოვა „ავივა სტედიუმზე“. თუმცა ჩვენც კარგ ხასიათზე ვართ და უნდა გავიმარჯვოთ“.

ჯონ ოში (ირლანდიის ნაკრების კაპიტანი): „ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთ არის, რადგან შოტლანდია ქულებში ჩამოგვრჩა. ვიცით, რომ გადამწყვეტი მატჩები გერმანიასთან და პოლონეთთან გველის, მაგრამ მოდით, ჯერ საქართველო დავამარცხოთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

0.10832