კალათბურთი

22:21 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ საქართველო დაამარცხა

ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 68:79 დამარცხდა. სლოვენიელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, საქართველომ მხოლოდ სამი, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი ეროვნული ნაკრების დამარცხების. მატჩის საუკეთესო მექულე სლოვენიელი პრეპელიჩი (21 ქ.) იყო.

საქართველო ჯგუფში ბოლო მეექვსე ადგილზე იმყოფება. ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს საბერძნეთის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.127232