ფეხბურთი

21:51 | 6.09.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ლავეცი: “ვფიქრობ პსჟ-ში ბოლო სეზონს ვატარებ”

პსჟ-ს არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზეკილ ლავეციმ Telefoot-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სეზონის შემდეგ შესაძლოა პარიზული კლუბი დატოვოს.

“ვფიქრობ პსჟ-თვის ბოლო სეზონს ვთამაშობ. ამიტომაც მსურს მაქსიმალურად წარმატებული მატჩები ჩავატარო.

წინასწარ ვერაფერს იტყვი. დღეს პსჟ-ში ყოფნა მსურს, მაგრამ არ ვიცი ხვალ როგორ ვიფიქრებ.

გუნდში გამარჯვების რწმენა საკმაოდ დიდია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა. წარმატებების შანსი გაიზარდა” – განაცახდა არგენტინელმა.

“ესტუდიანტესის”, “სან ლორენცოსა” და “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე 2012 წლიდან ფრანგული კლუბისთვის თამაშობს, 2007 წლიდან კი არგენტინის ეროვნული გუნდის წევრია.

0.080056