კალათბურთი

19:44 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსებმა ისევ წააგეს, სერბებმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს

ევრობასკეტ-2015-ის მეორე დღის პირველი თამაშები დასრულდა. სერბებმა გაჭირვებით, მაგრამ გერმანიის ნაკრები მაინც დაამარცხეს, ბელგიამ ესტონეთი გაანადგურა, ჰოლანდია მაკედონიასთან დამარცხა, პოლონეთმა რუსეთს მოუგო.

A ჯგუფი

მონპელიე, საფრანგეთი

რუსეთი – პოლონეთი 79:82 (22:19, 18:23, 16:18, 23:22)

მიმდინარე ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა. გუშინ პაშუტინის გუნდი ისრაელთან 73:76 დამარცხდა, ხოლო დღეს პოლონელებთან კვლავ სამქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, ჯგუფში ორი მოგებით ლიდერობენ.

B ჯგუფი

ბერლინი, გერმანია

გერმანია – სერბეთი 66:68 (18:19, 20:20, 10:11, 18:18)

მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა დირკ ნოვიცკის მეთაურობით, დიდი ბრძოლა გაუმართეს ფავორიტ სერბებს, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე ბალკანელებმა 2-ქულიანი ჩააგდეს და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგეს. სერბეთის ნაკრებში 12 ქულით ნემანია ბიელიცა გამოირჩა, გერმანელთა შორის დირკ ნოვიცკიმ ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა.

ჯგუფი

ზაგრები, ხორვატია

ჰოლანდია – მაკედონია 71:78 (20:19, 11:24, 18:13, 22:22)

საქართველოს დამმარცხებელმა ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიასთან 7-ქულიანი მარცხი განიცადეს. შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ბალკანელებმა 24:11 მოიგეს. მაკედონიაში 14 ქულით ილიევსკი გამოირჩა, ჰოლანდიას 19 ქულით დე იონგმა ულიდერა.

D ჯგუფი

რიგა, ლატვია

ესტონეთი – ბელგია 55:84 (9:27, 9:19, 26:23, 11:15)

ბელგიის ნაკრებმა ესტონელები 29 ქულით გაანადგურა, მატჩის პირველსავე პერიოდში შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა ბელგიელთა უკანახაზელმა მეთიუ ლოჟესკიმ ჩააგდო.

0.12347