ინგლისის ნაკრებმა სან მარინოს განადგურების შემდეგ (6:0) ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. ლონდონის “არსენალის” გარემარბ ტეო უოლკოტს კი მიაჩნია, რომ მის გუნდს საფრანგეთში ოქროს მედლების მოპოვების დიდი შანსი აქვს.
“ჩვენი გუნდი დღითიდღე პროგრესირებს და ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დრო გვაქვს. მოვიგებთ თუ არა ამ ტურნირს? – რა თქმა უნდა, რატომაც არა”, - განაცხადა უოლკოტმა.
ინგლისმა ევროფორუმზე თამაში საგზური შესარჩევი ციკლის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.