ფეხბურთი

17:24 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტიალის სატრანსფერო დეტალები გაირკვა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “მონაკოს” ყოფილი ფეხბურთელი ანტონი მარტიალი “მანჩესტერ იუნაიტედს” ოთხი წლით დაუკავშირდა. ინგლისელებმა 19 წლის ფრანგის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო უკვე გადაიხადეს. ანტონის ასაკის ფეხბურთელში ასეთი ოდენობის თანხა აქამდე არ გადახდილა.

ფრანგულმა telefoot-მა “წითელი ეშმაკების” და “მონაკოს გარიგების დეტალები გამოააშკარავა და შესაძლოა ფეხბურთელის კლუბმა ბონუსის სახით 30 მილიონი მიიღოს. ეს კი შესაძლებელი შემდეგ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული:

მარტიალმა “მანჩესტერის” რიგებში მინიმუმ 25 გოლი უნდა გაიტანოს და ფრანგები ამ შემთხვევაში 10 მილიონ ევროს მიიღებენ.

დამატებით 10 მილიონით გამდიდრდება “მონაკო” თუ “მამლების” რიგებში თავდამსხმელი 25 მატჩს ჩაატარებს. ფეხბურთელმა პორტუგალისთან ამხანაგურ შეხვედრაში 4 სექტემბერს პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური.

და ბოლოს, კიდევ 10 მილიონის გადარიცხვა მოუწევს “მანჩესტერს” თუ მარტიალი ოქროს ბურთის 10 მაძიებელთა შორის მოხვდება.

საბოლოო ჯამში თუ ახალგაზრდა მოთამაშემ თავი მაქსიმალურად წარმოაჩინა “მონაკო” კიდევ 30 მილიონით გამდიდრდება. ფრანგებმა მოგება უკვე ნახეს, თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ გაყიდეს, ტრანსფერმარკტ-ის ინფორმაციით, 6 ივნისის მონაცემების მიხედვით 19 წლის მოთამაშის სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს.

0.128897