შვედეთის ეროვნული ნაკრების ტავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რუსეთთან გამართულ ევროშესარჩევის მატჩში ზურგის არეში ალან ძაგოევისგან დარტყმა მიიღო და 46-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ოლა ტოივონენი შევიდა. საბოლოოდ რუსებმა შეხვედრა 1:0 მოიგეს.
მატჩის შემდეგ ზლატანმა ჟურნალუსტებს განუცხადა, რომ ტკივილი აწუხებდა და თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიმძიმე. როიტერის ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი 8 სექტემბერს ავსტრიასთან პრინციპულ მატჩს გამოტოვებს.
7 ტურის შემდეგ G ჯგუფს ავსტრია 19 ქულით ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილებზე კი შვედეთი (12ქ) და რუსეთი (11ქ) იმყოფებიან.