ფეხბურთი

11:54 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა გოგუა საქართველოში დაბრუნდა

გორის “დილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შიდაქართლელებს ორწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა დაუბრუნდა.

“სკა-ენერგიას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა რუსული კლუბის მაისურით ბოლო ორი სეზონი ითამაშა, მიმდინარე სათამაშო წელს კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში გაატარებს.

2012/13 წლების სეზონში გოგუამ “დილას” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.128081