ფეხბურთი

0:21 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის ტრავმა საგანგაშო არაა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც უკვე დუბლინშია, პირველი ვარჯიში ჩაატარა. დღევანდელი წვრთნა ნაკრების შემტევს, თორნიკე ოქრიაშვილს გაუცდა, ვისაც ფეხი გაუსივდა. როგორც worldsport.ge-ს ნაკრების პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ განუცხადა, ბელგიური "გენკის" შემტევის ტრავმა სერიოზული არაა და იგი დიდი ალბათობით, ხვალ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა დაზიანება შოტლანდიასთან მატჩისას (1:0) მიიღო და იგი 70-ე წუთზე შეცვლილი იქნა.

0.121782