ფეხბურთი

22:13 | 5.09.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მიხიალოვიჩი: “ბალოტელის წონის პრობლემა აქვს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა Gazzetta dello Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

“მას მოუწევს გარკვეული პერიოდი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, რადგან წონის პრობლემა აწუხებს. მარიო მონდომებით ვარჯიშობს, მისი ფიზიკური მომზადება დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამი კილოგრამის დაკლება მოუწევს. დიეტის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება” – განაცხადა მიხაილოვიჩმა.

შეგახსენებთ, 25 წლის ფორვარდი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “მილანს” დაუბრუნდა. 2012-14 წლებში ბალოტელი მილანელთა მაისურით თამაშობდა და სერია ა-ს 43 მატჩში 26 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:58 | 06.10.2018
salazar (1835)

საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ამდენი მაყუთი წყალში მარტო ბარსას აქვს გადაყრილი : ))

18:19 | 06.10.2018
mjgiri (8951)

ვუდვორდი მოიყვანეს,რომელმაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ იცის

16:42 | 06.10.2018
SHEDE-CHAACHYAPUNE (108)

რა გეცქარებატ ჯერ ცემპიონშიპში იფიქრეთ მერე მაგაზე

0.06103