“ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ბავშვთა ფეხბურთი უფასო გახდება”
სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა, სადაც გურიის რეგიონული ფედერაციის, სფფ-ს ეთიკის კოდექსებში დარღვევაზე და ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამის მისეული ხედვის შესახებ ისაუბრა.
მამუკა კვარაცხელია: პირველ ყოვლისა ყველანი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ვხარობთ და ყველას გილოცავთ, ახლა კი ნება მიბოძეთ მორიგი დარღვევების შესახებ მოგითხროთ:
გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს არ ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად გადაეწყვიტა დელეგატისა თუ მათი ფავორიტის კენდიდატურა და მას აღმასკომის არჩეული უნდა დაემტკიცებინა ან არ დაემტკიცებინა. გურიის ფედერაციის მეხუთე მუხლის მეთქვსმეტე პუნქტი:
პრეზიდენტი
-ასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ასე რომ, გურიის ფედერაციის გამგეობას თამამად შეეძლო საერთო კრების მოწვევა და პრეზიდენტის პიროვნულად უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა (იხილეთ - საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გურიამ დელეგატი შეცვალა).
ახლა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ- საკუთარი წესდება რომ არ იცით და წამდაუწუმ უკანონოდ ცვლით, ამაში გამაგააშკარავეთ და ახლა საკუთარი ეთიკის კოდექსის არცოდნაშიც გამხელთ მუხლი-3, პუნქტი-3):
ოფიციალურმა პირებმა არ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ მათი პოზიცია და ფუნქცია, არ უნდა ისარგებლონ განსაკუთრებელი სარგებლით მათი კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
ახლა ნახეთ მეხუთე მუხლი რას ღაღადებს: მუხლი 5. ინტერესთა კონფლიქტი:
- დანიშვნამდე ნებისმიერ თანამდებობაზე კანდიდატმა უნდა ამოწუროს ნებისმიერი პირადი ინტერესი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მომავალ საქმიანობას.
- მოვალეობების შესრულებისას, ოფიციალურმა პირმა უნდა ამოწუროს ყველა სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა იგი ინტერესთა კონფლიქტამდე მიიყვანოს. ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც ოფიციალურ პირს აქვს ან უჩნდება კერძო ან პირადი ინტერესი რომელიც მას დამოუკიდებელი საქმიანობის საშუალებას ართმევს. კერძო და პირადი ინტერესები გულისხმობს გარკვეული სახის უპირატესობის მიღებას ოფიციალური პირის, ან მისი ოჯახის, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისათვის.
- ოფიციალური პირი შესაძლოა ასრულებდეს გარკვეული სახის საქმიანობას, რომელიც ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს ის ორგანიზაცია, რომელშიც ეს პირი მუშაობს.
ფედერაციის ეს კოდექსი, რომელიც 2012 წლის ივლისშია მიღებული, წაკითხულიც არა აქვთ და ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს თქვენ მაინც წააკითხეთ!!! არაფრით გაქვთ უფლება დელეგატად ის ადამიანი აირჩიოთ, ვინც თქვენთან ხელფასს იღებს!!
“ახლა კი წარმოგიდენთ ჩემს ხედვას სახელმწიფო პროგრამის შესახებ. პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებას. კერძოდ, ფინანსების სწორად განაწილებას, რადგან თანამედროვე ფეხბურთი სწორი მენეჯმენტის გარეშე ვერ განვითარდება.
როგორც ვიცი სახელმწიფო აპირებს 5-წლიანი პროგრამის გატარებას, რომლის მიხედვით ყოველ წელს ფეხბურთისთვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი. ჩემი ხედვის მიხედვით 44 მილიონიც საკმარისია. აი, 50 მილიონით კი შესაძლებელია პროგრამის უფრო შედეგიანად გატარება.
მაგალითად, უმაღლეს ლიგაში რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს გუნდი, მით მეტ პრემიარულ თანხას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება კლუბებს მოტივაციას გაუზრდის, რადგან გუნდები, რომლებიც ჩამოშორდებიან ევროტურნირებისთვის ბრძოლას, მოტივაციას არ დაკარგავენ. ამგვარი პრემიალური სისტემა ჩაწყობილი თამაშების ბრძოლისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება.
პირველი ლიგა ორ ზონად უნდა ჩატარდეს – ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს 10 საუკეთესო გუნდი, აღმოსავლეთ საქართველოს 10 საუკეთესო გუნდიც ცალკე ითამაშებს. კლუბები ნაკლებ თანხას დახარჯავენ მგზავრობაში.
არსებული თანხებით 6-დან 13 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ფეხბურთით დაკავდება ყოველგვარი გადასახადის გარეშე. დანიაში ყოფნის პერიოდში კარგად შევისწავლე თუ როგორ უნდა მიუდგე ამ ასაკის ბავშვებს. მთავარია 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შევაყვაროთ ფეხბურთი. ეს არის მთავარი მიზანი, ხოლო შემდეგ ფეხბურთელი თავად გადაწყვეტს რა გზას დაადგეს. აღნიშნული მიდგომა უფრო მასობრივს გახდის ფეხბურთს. ფეხბურთის მასობრიობა სწორედ ბავშვთა ფეხბურთში უნდა მოხდეს.
წლების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი ბათუმის სტადიონთან დაკავშირებით. უკვე მერამდენედ ჩაიშალა ტენდერი. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში 2016 წლის 3 ოქტომბერს ბათუმში ტუხა ქორიძის სახელობის და ზუგდიდში ოთარ გაბელიას სახელობის ახალი სტადიონი გაიხსნება. ასევე გაგრის სტადიონიც დაფუძნდება თბილისში ან მის შემოგარენში.
ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ საფეხბურთო კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ და მივესალმები იმერეთის გუბერნატორის გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას- გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმირთვა, რომ სასწრაფოდ გაწევრიანდნენ ფედერაციაში. სხვა გუბერნატორებო- მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს, ოღონდაც სწორად შეადგინონ მიმართვა ფედერაციაში!!!!
სახელმწიფო პროგრამის მიხედვით 44 მილიონის განკარგვა მოხდება შემდეგნაირად:
უმაღლესი ლიგა (11 640 000)
სეზონის წინ უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი მიიღებს 500 000 ლარს. (8 მილიონი)
ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 000-ს, ბრინჯაოსი - 300 000-ს. შემდეგ, ადგილების მიხედვით: 4-230 000, 5- 190. 6-170. 7-150. 8-130. 9-110. 10-90. 11-70, 12-40, 13-20. (3 მილიონი),
საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი მიიღებს 250 000 ლარს, ფინალისტი - 100 000-ს; ნახევარფინალისტები - 25 000 ლარს, მეოთხედფინალისტები- 10 000. (490 000)
საქართველოს სუპერთასის მფლობელი - 100 000-ს, ფინალისტი - 50 000-ს. (150 000)
11 640 000
პირველი ლიგა (6 800 000)
პირველი ლიგის ყველა გუნდს ( 2 ზონა: დასავლეთი და აღმოსავლეთი, 10-10 გუნდი, 4 წრედ) სეზონის წინ 250 000 ლარი გადაეცემა. (5 მლნ) პირველი ლიგის გამარჯვებულები სეზონის ბოლოს 150 000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე ადგილოსნები - 120 000-ით, მესამე- 100 000, მეოთხე-70, მეხუთე-50, მეექვსე-40, მეშვიდე-30, მერვე-20, მეცხრე- 10 (1,8 მლნ)
18 440 000
მეორე ლიგა (4 800 000)
4 ზონა (12-12 გუნდი, 3 წრედ) 100 000 (4,8 მლნ)
23 240 000
ბავშვთა სკოლები/აკადემიები- უფასო სკოლები!
(4 000 000)
150 სკოლა - (4 000 000) 6-18 წლამდე - 12 122 ბავშვი.
თანხა გადანაწილდება ბავშვების ოდენობის მიხედვით. 6 დან 13 წლამდე ბავშვები ივლიან უფასოდ
24 240 000
მსაჯობა (500 000)
100 000 - მსაჯების შეკრების ხარჯი სეზონის წინ
400 000 - მსაჯების პრემირება სეზონის ბოლოს:
100 000- უმაღლესი ლიგა
100 000 - პირველი ლიგა
100 000 - მეორე ლიგა
100 000 - ბავშვთა ჩემპიონატები
24 740 000
მწვრთნელთა განათლება (88 000)
ც და ბ კატეგორია
ც-400 ლარი/20 კაცი/5 ჯერ=40 000 ლარი
ბ-800 ლარი/20 კაცი/3 ჯერ=48 000 ლარი
24 828 000
ინფრასტრუქტურა (12 000 000) (დაპირების შემთხვევაში - პლუს 6 000 000)
ბათუმის და ზუგდიდის სტადიონების დამთავრება
გაგრის, ტყიბულის, მაუდის, ფეიქარის სტადიონების
უმაღლესი ლიგის ყველა სტადიონის განათება
ბაზების მშენებლობის დაწყება
36 828 000
რეგიონული ფედერაციები (650 000) (13 რეგიონი)
თითოს 50 000, სულ 650 000
37 478 000
ფეხბურთის სხვა სახეობები (400 000)
ფუტზალი - 100 000
ქალთა - 100 000
ინვალიდთა - 100 000
ქვიშის - 50 000
ეზოს-50 000
37 878 000
ვეტერანები (100 000)
37 978 000
სფფ- 3 022 000 (მე თანახმა ვარ სფფმ მოიკლოს 4 მილიონი სახელმწიფოსგან, რადგან საკმაოდ იღებს ფულს ფიფასა და უეფასგან)
სულ-44 000 000.