ფეხბურთი

15:17 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჯვაროსნები” დუბლინში ჩავიდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ ირლანდიაში ჩავიდა. “ჯვაროსნები” კელტებთან თამაშამდე პირველ ვარჯიშს რამდენიმე საათში ჩაატარებენ. გუნდი დუბლინს სრული შემადგენლობით ეწვია. გამონაკლისი მხოლოდ ჯანო ანანიძეა, რომელიც თბილისურ მატჩშიც მტკივანი ფეხით თამაშობდა.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 7 სექტემბერს, დუბლინში “ავივა სთედიუმზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.16846