ფეხბურთი

7:51 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუბლინში ანანიძის გარეშე

შოტლანდიის ნაკრების ძლევის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მომავალ საკვალიფიკაციო მატჩს, 7 სექტემბერს ირლანდიასთან ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს.

“ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა ცვლილებები მოხდება ჩვენ გუნდში დუბლინის მატჩთან დაკავშირებით. ერთადერთი კი დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ – ირლანდიასთან ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს. შოტლანდიასთან ჯანო ტკივილგამაყუჩებლით თამაშობდა და ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, მაღალ დონეზე, ვაჟკაცურად იბრძოლა. ვიმედოვნებ, ანანიძე მწყობრში მალე ჩადგება”, - ცხადაძის ეს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე შოტლანდიასთან ევრო2016-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

1. გერმანია 7 5 1 1 17:4 16
2. პოლონეთი 7 4 2 1 20:4 14
3. ირლანდია 7 3 3 1 16:5 12
4. შოტლანდია 7 3 2 2 12:7 11
5. საქართველო 7 2 0 5 5:13 6
6. გიბრალტარი 7 0 0 7 1:38 0

0.117088