საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი შოტლანდიასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
შეხვედრის გმირმა აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი გახლავთ.
“ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენთვის. ახალმა მწვრთნელმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო შინ და ძალიან გახარებულები ვართ. მეც მოხარული ვარ, რომ ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე და გოლი გავიტანე. ვფიქრობ, რომ გუნდმა მაგრად იბრძოლა და ორივე ტაიმი კარგად ჩავატარეთ”, - განაცხადა “ვიტესის” მოთამაშემ.
შეგახსენებთ, რომ ვაკომ გამარჯვების მომტანი გოლი 38-ე წუთზე გაიტანა.