საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე „სოხუმმა“ ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ სამ კალათბურთელთან - გიორგი ჯგერენაიასთან, დიმიტრი დვალიშვილსა და გიორგი კვეტენაძესთან გადაწყვიტა ახალი კონტრაქტის გაფორმება.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
გუნდს მიღმა დარჩენილი სპორტსმენებიდან ირაკლი ჩლაიძე „ვითაში“ ჩაირიცხა, ხოლო დანარჩენებს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ.