უნგრეთისა და რუმინეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ევრო-2016-ის შესარჩევი ტურინირის მატჩის წინ ბუდაპეშტში უნგრელ და რუმინელ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა.
როგორც L’Equie იტყობინება, შეტაკების დროს პოლიციის რამდენიმე მანქანა და ერთი სამართალდამცავი დაშავდა. პოლიციელებმა 16 გულშემატკივარი დააკავეს, 14 მათგანს ხულიგნობა, ორს კი პოლიციელზე თავდასხმა ბრალდება.
უნგრეთ-რუმინეთის დაპირისპირებას დუნაის დერბის უწოდებენ. მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ბუდაპეშტში არეულობის ამსახველი კადრები:
https://www.youtube.com/watch?v=KmAP7Sx2fHU#t=25
https://www.youtube.com/watch?v=yLhWSpcHVto







