ფეხბურთი

20:50 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო შოტლანდიას ამარცხებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” მინიმალური ანგარიშით 1:0 ამარცხებს.

ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლევან მჭედლიძის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა გორდონ სტრაჩანის შეგირდებს ჰქონდათ, თუმცა პერიოდულად საქართველოს ნაკრებიც ახერხებდა შეტევებს და მომენტების შექმნას.

0.114288