ფეხბურთი

18:19 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუხრან ვახტანგაძე აჭარის დელეგატი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში აჭარის სახელით ხმას მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე მისცემს.

სხდომა, რომელიც აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა, დახურული იყო. სხდომაზე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მქონე დელეგატი უნდა აირჩიათ. აღმასკომის წევრებს არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ მუხრან ვახტანგაძემ 6 ხმა მიიღო, იური ლორთქიფანიძემ კი მხოლოდ 2.

„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ყველას საკუთარი აზრი, შეხედულებები აქვს. აღმასკომის ექვსმა წევრმა მე მომცა ხმა. არჩევნების დღეს გავაკეთებ ღირსეულ არჩევანს და მხარს დავუჭერ იმ კანდიდატს, ვინც ყველაზე მეტს გააკეთებს ფეხბურთის გადარჩენაში“, - განაცხადა ვახტანგაძემ.

თავის მხრივ დამარცხებულმა მეორე კანდიდატმა იური ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი უმრავლესობამ გადაწყვიტა და მუხრან ვახტანგაძეს გამარჯვება მიულოცა.

0.113331