იტალიის ეროვნულ ნაკრებს ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი გამოაკლდა. “მილანის” ფეხბურთელმა დაზიანება მალტასთან მოგებულ (1:0) მატჩში მიიღო, რომელშიც იგი მეორე ტაიმში შეცვალეს. მან ნაკრების შეკრება უკვე დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ბერტოლაჩის ტრავმის ხარისხი. მანამდე “სკუადრა აძურას” სებასტიან ჯოვინკოც გამოაკლდა.