ფეხბურთი

16:34 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანი ბლინდი: “მარტინსს ასე მოქცევის მიზეზი არ ჰქონდა”

ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის მე-7 ტურში, სახლში ისლანდიის ნაკრებთან მარცხის მერე, ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა მცველი მარტინს ინდი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

“მარტინს ინდი არასწორად მოიქცა. ჩვენ ვიცოდით, რომ იოლი მატჩი არ იქნებოდა. ისლანდიელები დისციპლინირებულნი არიან და ცოტა შანსს გაძლევენ. თავიდან არცთუ ციდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ რობენის შეცვლა მოგვიწია.

ამის მერე, მათ ინიციატივა თავად მივეცით. მომენტი არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ინდიმ წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო. თავის კონტროლი პროფესიული ფეხბურთის ნაწილია. მარტინსს ასე მოქცევის მიზეზი არ ჰქონდა. მისი გაძევების შემდეგ მივხვდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრა უკვე შეუძლებელია. ჩვენ მესამე ადგილისთვის და პლეი ოფში თამაშის უფლებისთვის ვიბრძოლებთ” – იუწყება ბლინდის სიტყვებს Goal-ი.

0.134729