ფეხბურთი

16:22 | 4.09.2015 | ნანახია 1366 - ჯერ

უელბეკი “არსენალს” რამდენიმე თვით გამოაკლდა

ლონდონის “არსენალს” თავდამსხმელი დანი უელბეკი ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა.

ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ მუხლზე გაკეთებული ოპერაციაა.

24 წლის უელბეკს მუხლი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწუხებს. ექიმებს ქირურგიული ჩარევის თავიდან არიდება სურდათ, მაგრამ ვარჯიშის დროს ფორვარდი მუხლში დისკომფორტს გრძნობდა. ამიტომ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა.

წინასწარი ვარაუდით მას რამდენიმე თვე გაუცდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:59 | 05.09.2015
gerard888 (1536)

ცუდია.

19:55 | 04.09.2015
S.A.F. (2852)

ეს ის არაა არსენალის ლეგენდა რომ უნდა გავხდარიყო?


ეჰ რა დიდი იყავი ფერგი ამნაირებს ფლეთჩერებს და ევანსებს რამხელა ფეხბურთი ათამაშე

17:01 | 04.09.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ამ კაცის გაშვებაზერ რამდენი აგინეს ვანგაალს სწორი გადაწყვეტილება მიუღია იმიტომ რომ არსენალში ვაფშე ჩაო ვა

16:34 | 04.09.2015
king_henry (90)

ტრამვიანობის სეზონს არსენალისთვის გახსნილად ვაცხადებ

0.124281