ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო გინესის წიგნში ერთბაშად 5 რეკორდის გამო მოხვდება. კერძოდ, მოურინიოს ეს პატივი წილად გაისად, 2016 წელს ხვდება.
მისი რეკორდები, რომელიც გინესის წიგნში შევა შემდეგნაირია:
საკუთარ მოედანზე 9 წელი წაგების გარეშე.
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა (49 წლის და 12 დღის ასაკში).
ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში – 95.
პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე ზედიზედ 77 წაუგებელი შეხვედრა.
ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა (“პორტუ” და “ინტერი”).
პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ აღიარებაზე კომენტარიც გააკეთა:
“ამ ჯილდოების მიღება შესანიშნავია. ისინი ადგილს ჩემს ოფისში დაიდებენ. ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდებოდი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს შემთხვევა ჩემი მომავლისთვის მნიშვნელოვანია”, - თქვა მოურინიომ.
Please log in to post a comment Log in Or Register