ფეხბურთი

14:03 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში მკაცრად დაისაჯა

რუსეთის მოქმედი ჩემპიონის, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თავის გუნდს პრემიერლიგის მომდევნო ექვს მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც პორტუგალიელ სპეციალისტს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიუსაჯა.

ვილაშ-ბოაშს ასეთი მკაცრი სასჯელი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც ბოლო ტურში სამარის “კრილია სოვეტოვთან” წაგებული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას მეოთხე მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა ამისა, ხელითაც შეეხო.

0.114539