იტალიური “ტორინოსა” და სერბეთის ნაკრების მცველი ნიკოლა მაკსიმოვიჩი ორი თვე იუქმებს. ამის შესახებ ტურინული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო, რის შემდგომაც ოპერაცია გაუკეთდა, ხოლო გამოჯანმრთელების პროცესს ექიმების თქმით მინიმუმ ორი თვე დასჭირდება.
ნიკოლა მაკსიმოვიჩი “ტორინოს” ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნევა.