იტალიის სერია A-ს ბინადარმა მილანის “ინტერმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში შეძენილი ფეხბურთელები, ალექს ტელეში და ფელიპე მელო ოფიციალურად წარადგინა. სტამბულის “გალათასარაის” ყოფილი წევრები “ჯუზეპე მეაცაზე” სეზონის ბოლომდე დარჩებიან.
გამოცდილი მელო, “ნერაძურიში” 83-ნომრიანი მაისურით, ხოლო ტელეში 12 ნომრით ითამაშებს.
ფელიპე მელოს თქმით, მისთვის იმ გუნდში თამაში, სადაც მის პოზიციაზე თავის დროზე ხუან სებასტიან ვერონსა და დიეგო სიმეონეს უთამაშიათ, დიდი პატივია.
ხოლო მეორე ბრაზილიელმა, ტელეშმა დასძინა, რომ “ინტერში” მოხვედრით ძლზე ბედნიერია.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე მელოსთვის იტალია უცხო ქვეყანა არაა. ერთი ხანობა იგი ფლორენციის “ფიორენტინასა” და ტურინის “იუვენტუსში” ირჯებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მელო და დე იონგი ერთი სტილია ორივე მაგათი ჯახი მაგარი იქნება.
მელო მაგარია ტელეშზე რა ვთქვა გალაშიც არ მომწონდა ტელეში სუსტი მცველია ჩემი აზრით ინტერისთვის