ფეხბურთი

14:44 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატების წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრას ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. დღევანდელი მატჩი ქალაქ კოპროვინიცაში, “გრადსკის” სტადიონზე, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ჩივაძის თქმით, გაფართოებულ შემადგენლობაში გოროზიას გარდა გავაშელიშვილი, ვოლკოვი და დარციმელიაც შედიოდნენ, თუმცა მწვრთნელს მათზე არჩევანი არ შეუჩერებია.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა პირველი ტურში სან მარინო სტუმრად 3:0 დაამარცხა. ნიკა კაჭარავამ დუბლი შეასრულა, გიორგი პაპუნაშვილმა კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გთავაზობთ ამ მატჩის მიმოხილვას:

https://www.youtube.com/watch?v=0eCjz271aEI

ხორვატიის ახალგარზდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 53 წლის ნენად გრაჩანია. ფეხბურთელობისას “რიეკასა,” სპლიტის “ჰაიდუკსა” და “ოვიედოში” თამაშობდა, 1984-86 წლებში იუგოსლავიის ნაკრების წევრი იყო. მწვრთნელობა 1998 წელს “რიეკაში” დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული ხორვატულ კლუბებს წვრთნიდა და განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

რაც შეეხება ხორვატების შემადგენლობას, მათ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ჰყავთ. ესენი არიან “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ჰალილოვიჩი, “რეალის” ფეხბურთელი კოვაჩიჩი. ასევე პაშალიჩი, რომელიც “ჩელსის” ეკუთვნის, თუმცა განათხოვრების წესით “მონაკოსთვის” თამაშობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერია - “ქასიმფაშას” მეკარე ოთარ გოშაძე, “დუისბურგის” ფეხბურთელი ლაშა დვალი, “ჩერნომორეცის” მცველი გიორგი გადრანი, “ანორთოსის” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია და “ვერდერის” მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი. ჩივაძემ ნაკრებში არ უხმო ნორვეგიული “სტაბეკის” წევრ გიორგი გოროზიას, საბა ლობჟანიძე და აკაკი შულაია კი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან გუნდს. დისკვალიფიცირებულია ლუკა ზარანდია, ხოლო ბელგიაში მოთამაშე კიდევ ორ ფეხბურთელ შენგელიასა და ტაბიძეს ტრავმები აწუხებთ.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში “საბურთალოს” ხუთი ფეხბურთელი ბექა ქურდაძე, გიორგი ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი, გურამ გოშთელიანი და გიორგი ფანცულაია მოხვდნენ.

“დინამო თბილისიდან” გიორგი თევზაძე, მათე ცინცაძე და ოთარ კიტეიშვილი. “სამტრედიადან” ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე და ავთანდილ ენდელაძე.

გორის “დილადან” მათე კვირკვია, “ცხინვალიდან” ნიკა კაჭარავა, თბილისის “ლოკომოტივიდან” კი დავით უბილავა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატებთან თამაშის შემდეგ 7 ოქტომბერს ესპანელ ფეხბურთელებს უმასპინძლებენ.

შეგახსნებეთ, ჩვენს ჯგუფში თამაშობენ შვედები, ესტონელები, ესპანელები, ხორვატები და სან-მარინოელები. ჯგუფს 3-3 ქულით საქართველოს და ესპანეთის ნაკრები გუნდები ლიდერობენ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ ადგილს ჩივაძის გუნდი იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119955