ფეხბურთი

16:35 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ გროსკროიცს “გალათასარაიში” გადასვლა აუკრძალა

ფიფამ დორტმუნდის “ბორუსიადან” სტამბოლის “გალათასარაიში” გერმანელი ნახევარმცველის კევინ გროსკროიცის ტრანსფერი არ დაარეგისტრირა.

TurkishFootball.com-ის ინფორმაციით, ფიფამ ფეხბურთელს თურქულ გუნდში გადასვლა იმიტომ აუკრძალა, რომ სატრანსფერო დოკუმენტებს შესაბამისი ხელმოწერები არ ჰქონდა.

“გალათასარაიმ” ოფიციალურად კი გამოაცხადა, რომ გერმანელი 1,75 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ახლა სტამბოლელებს ზამთრამდე მოცდა მოუწევთ, როდესაც გროსკროიცს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებენ.

0.066744