ფეხბურთი

13:42 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 147-ეა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის თვის რეიტინგში აგვისტოსთან შედარებით მდგომარეობა 7 პოზიციით გაიუმჯობესა და 147-ე ადგილზეა.

აგვისტოში საქართველოს ნაკრებს არსებობის ისტორიაში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში მაჩვენებელი ჰქონდა – 154-ე იყო.

რეიტინგს კვლავ არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ისევ ბელგიაა, ხოლო მესამეზე – გერმანია.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის სექტემბრის თვის მონაცემებით საუკეთესო 20 ნაკრების ჩამონათვალი ასეთია:

1 (1). არგენტინა – 1442

2 (2). ბელგია – 1269

3 (3). გერმანია – 1248

4 (4). კოლუმბია – 1224

5 (5). ბრაზილია – 1209

6 (6). პორტუგალია- 1186

7 (7). რუმინეთი – 1176

8 (6). ჩილე – 1149

9 (9). უელსი – 1146

10 (8). ინგლისი – 1143

11 (11). ესპანეთი – 1122

12 (12). ჰოლანდია – 1054

13 (14). ავსტრია – 1038

14 (13). ხორვატია – 1037

15 (14). სლოვაკეთი – 1013

16 (16). იტალია – 1012

17 (17). შვეიცარია – 1011

18 (18). ურუგვაი – 1002

19 (19). ალჟირი – 955

20 (20). ჩეხეთი – 940

...31 (32). შოტლანდია – 789

...34 (33). პოლონეთი – 764

... 51 (50). ირლანდია – 605

...66 (66). სერბეთი – 528

...124 (127). მოლდოვა – 245

...147 (154). საქართველო - 180

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის და ირლანდიის ნაკრებები საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.

უელსის, სერბეთის, ავსტრიის, ირლანდიის და მოლდოვის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში D ჯგუფში საქართველოსთან ერთად იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119171