ფეხბურთი

12:51 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

თომაშვილი და “დილა” კვლავ ერთად არიან

გულვერდ თომაშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ გორის “დილაში” გააგრძელებს. ამის შესახებ გორელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გასულ სეზონში, თომაშვილი “სამტრედიაში” ირიცხებოდა, სადაც 4 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად წელი გაუცდა.

მას “დილაში” 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონებში 30-ჯერ უთამაშია და 6 გოლი გაუტანია.

თომაშვილი პროფესიონალურ კარიერას თბილისის “დინამოში” იწყებდა, სადაც სამ სეზონშინ 87 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.114036