ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2573) ფიდე-ს განახლებულ რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ახლა, ქართველი დიდოსტატი მხოლოდ ჩინელ ჰოუ იფანს (2671) და ინდოელ ჰამპი კონერუს (2578) ჩამორჩება.
საუკეთესო ოცეულში კიდევ 2 ქართველია: მე-14 ადგილზე იმყოფება ბელა ხოტენაშვილი (2502), ხოლო ნინო ბაციაშვილია (2500) მეთხუთმეტეა.
მოწინავე ასეულში იმყოფებიან: 30. ლელა ჯავახიშვილი (2463), 34. სალომე მელია (2452), 51. ნინო ხურციძე (2425), 63. მერი არაბიძე (2403), 98. სოფიკო გურამიშვილი (2370) და 99. მაია ლომინეიშვილი (2369).
ვაჟთა ასეულში მხოლოდ 1 ქართველი მოჭადრაკეა. ბაადურ ჯობავა 2671 სარეიტინგო გულით მსოფლიოში 71-ეა.