აშშ-ს სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი “ამერიკის ღია პირველობის 1/32-ფინალში ამერიკელ მედისონ ბრენგლესთან 3:6, 2:6 დამარცხდა.
შეხვედრა 56 წუთს გაგრძელდა. ანამ ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ტატიშვილმა 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ბრენგლემ – 6.
ანამ “US Open”-ზე 130 საეიტინგო ქულა და 120 000 ამერიკული დოლარი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა საკვალიფიკაციო ბადის სამი შეხვედრა მოიგო და 1/64-ფინალში საქართველოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ნომერი კაროლინა პლიშკოვა 6:2, 6:1 გაანადგურა.