კალათბურთი

20:50 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონია ლიდერების გარეშე

ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთმა მეტოქემ მაკედონიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მაკედონიის ნაკებები ძირითადად ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული. ბალკანელებს გუნდის ორი უდავო ლიდერი, ბო მაკკალები და პერო ანტიჩი არ ეყოლებათ.

მაკედონიის 12-კაციანი შემადგენლობა:

ვლადო ილიევსკი (“ორლანდია ბასკეტი” იტალია)

ვოიდან სტოიანოვსკი (“ანდორა”)

დამიან სტოიანოვსკი (“სკოპიე” მაკედონია)

დარკო სოკოლოვი (“კარპოს სლოკარი” მაკედონია)

ალექსანდრ კოსტოვსკი (“კუმანოვო” მაკედონია)

მარკო სიმონოვსკი (“სკოპიე” მაკედონია)

ვლადიმირ ბრჩკოვსი (“კოზუვი” მაკედონია)

სტოიან გუროსკი (“სოფია ლევსკი” ბულგარეთი)

ლიუბომირ მლადენოვსკი (“სკოპიე” მაკედონია)

პრედრაგ სამარძისკი (“სკოპიე”)

რიჩარდ ჰენდრიქსი (“უნიკახა მალაგა” ესპანეთი)

ბოიან ტრაიკოვსკი (“პრიშტინა” “კოსოვო)

ევრობასკეტ-2015-ზე C ჯგუფში საქართველო, მაკედონია, საბერძნეთი, მასპინძელი ხორვატია, სლოვენია და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები იასპაეზებენ, პლეი-ოფში ჯგუფის პირველი ოთხი ადგილი გადის.

საქართველო მაკედონიის ნაკრებს 9 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

0.113614