როგორც Corriere dello sport-ი იუწყება, ალექს ვიტსელს იტალიის სერია ა-ში თამაში სურს. იტალიური წყაროს ცნობით, აღნიშნული ცნობა ფეხბურთელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომლის თქმით, ალექსს აღარ უნდა რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენა.
ვიტსელის შეძენით დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსია”, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის გამო 26 წლის ფეხბურთელი სეზონის პირველ ნახევარს კვლავ რუსულ კლუბში გაატარებს.
ბელგიელი მოთამაშით ასევე დაინტერესებულნი არიან “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი”, თუმცა მოთამაშე ნისლიან ალბიონზე კარიერის გაგრძელებას არ აპირებს.
ლიეჟში დაბადებული ნახევარმცველი 2011-2012 წლებში ლისაბონის “ბენფიკას” მოთამაშე იყო, 2012 წლიდან კი “ზენიტის” ფეხბურთელია.