კალათბურთი

18:24 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩლაიძე "ვითაში" ჩაირიცხა

სუპერლიგის მონაწილე "სოხუმის" აწ უკვე ყოფილი უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძე კარიერას ვთბ ლიგაში მოასპარეზე "ვითაში" გააგრძელებს.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" თავად ჩლაიძემ აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ჩლაიძემ ზედიზედ 5 სეზონი "სოხუმში" გაატარა, სადაც პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბდა. არის ბრძოლისუნარიანი და გამოირჩევა 3-ქულიანების სროლიდან დაგროვილი ქულების კარგი პროცენტული მაჩვენებლით.

ნოდარ (ლევან) შენგელიას, ბექა წივწივაძის, მერაბ ბოქოლიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერის რალსტონ ტერნერის შემდეგ, ჩლაიძე მეხუთე კალათბურთელია, რომელიც კარიერას "ვითაში" გააგრძელებს.

0.143998