პარასკვეს, 4 სექტემბრს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებს თბილისში დაუხვდება.
მატჩის წინა დღეს კი ტრადიციულად დაგეგმილია ორივე გუნდის ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციები.
სტუმრები 3 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, 17:30 საათზე ივარჯიშებენ, ხოლო ნახევარი საათით ადრე, გორდონ სტრაჩანი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
რაც შეეხება, კახა ცხადაძის პრესკონფერენციასა და “ჯვაროსნების” ვარჯიშს – პირველი 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე 19:30 საათზე.
მატჩი კი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასაწრები ბილეთების ფასი 10, 15 და 20 ლარს შეადგენს.